პუნქტობრივად დავწერ იმას რასაც ვფიქრობ ყოველგვარი მორატორიუმების გარეშე – ირინა სარიშვილი

651
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ირინა სარიშვილი


“მე არ ვარ დღეს აქტიურ პოლიტიკაში და არც ვაპირებ, არ ვარ არც ერთი დღეს მოქმედი აქტიური პარტიის წევრი და ამიტომ პუნქტობრივად დავწერ იმას რასაც ვფიქრობ ყოველგვარი მორატორიუმების გარეშე, რა თქმა უნდა იმ ფარგლებში, რაც საქმეს არ დააზიანებს და პირიქით წაადგება.

1. უზნეობად მიმაჩნია ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისგან დღეს “ოცნების” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. 
ამის მიზეზი არის არა ის რომ მე პირადად და არა მარტო მე ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების მომხრე არ ვარ (ამაზე სხვა დროს ვიკამათოთ), არამედ ის რომ ახალგაზრდობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა, არა თუ შესრულებული არ არის, როგორც ჩანს არც აპირებენ ამ მოთხოვნის შესრულებას და ნაცვლად იმისა, ჩვენ ახალგაზრდობის გვერდით ვიყოთ და ერთად ვფიქრობდეთ შემდეგ ნაბიჯებზე, ზოგიერთი მიდის ამ სამარცხვინო შეხვედრაზე, ზოგი კი რჩება სიტუაციის საკონტროლოდ ამ შეხვედრის მიღმა ოღონდ არა მორალური მოსაზრებების გამო, უბრალოდ ახალგაზრდობაზე კონტროლი რომ შეძლოს!

2. ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია ახალგაზრდობის ყოველდღიურ საღამოს აქციებზე გამომსვლელთა განსაზღვრა და კონტროლი არა იმ ნიშნით, რომ პროვოკატორი არ მოხვდეს ტრიბუნასთან – ამის კონტროლი საჭიროა და თუ მაინც გაიპარება ვინმე, იმაზე პასუხის გაცემაც საჭიროა ოღონდ არა რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების კარნახით, არამედ ამ აქციის ორგანიზატორთა – ახალგაზრდობის მიერ;

3. უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის შეცდომაა, თუ მეტი არა, 20 ივნისის გავრილოვის ღამის 26 მაისის და 7 ნომბრის აქციებთან შედარება. მე მათ შორის ვარ ვინც მაშინაც გმობდა და დღესაც გმობს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტებას და კანონგარეშე მოქმედებებს, უფრო მეტიც, მაშინ, დარბევის დროს მე გავედი ხალხთან თან განვაცხადე რომ არ ვუჭერდი აქციას მხარს მაგრამ ვერ დავტოვებდი ამდენ გაბრიყვებულს მარტო და რამდენსაც შევძელი დავეხმარე. მაგრამ 20 ივნისის ღამის მოვლენებზე ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობის მხოლოდ ამ მომენტებამდე დაყვანა არ შეიძლება, რადგან 20 ივნისს ხელისუფლებამ დაარბია რუსეთის ოკუპაციის გამპროტესტებელი აქცია და შემთხვევითი არ არის რომ ყველაფერი, გარდა დარბევის შემსრულებლის ეროვნებისა (მაშინ როდიონოვი იყო და დღეს ივანიშვილი–გახარიაა), , თავისი ლექსიკითც კი ემთხვევა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს და აქ არა მხოლოდ სისხლის სამართლის, არამედ უდიდეს პოლიტიკურ დანაშაულზეა საუბარი!

4. ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედის დღევანდელი ახალი რეალობის შემქნელი უმაგრესი ახალგაზრდობის იზოლაცია პოლიტიკოსებისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია თუ ჩვენ ყველას ერთად გვინდა რამის მიღწევა; პირველ რიგში ივანიშვილს ეშინია გაერთიანებული ოპოხიციის და მასში შემავალი ნაციონალური მოძრაობის გვერდით დადგომის ახალგაზრდობასთან და ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ეს არ მოხდეს, რადგან ზუსტად იცის, ვის აქვს დღეს რეალური ძალა მისი დამარცხების. ყველა ნარატივი, რომელიც შეიცავს ამდაგვარ შინაარსს, ეკუთვნის ივანიშვილს, ანუ კრემლს და ვინც ამას ახმოვანებს ნებით თუ უნებლიედ ივანიშვილის ანუ კრემლის ინტერესებს ემსახურება. ხელისუფლებამ მოახერხა და დააკომპლექსა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ნარატივით, მაგრამ თქვენ ხომ ძალიან გონიერები და ძალიან პრაგმატულები ხართ და არ გეშლებათ სად გადის ზღვარი პრაგმატულობასა და უპრინციპობას შორის. არ მოტყუვდეთ ძალიან გთხოვთ! და ამას გთხოვთ ის ადამიანი, რომელიც მთელი იმ 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იბრძოდა, აპროტესტებდა ყველა დანაშაულს რაც იმ ხელისუფლების დროს იყო ჩადენილი და სხვათა შორის ამ გამპროტესტებლებს შორის იყო ნიკა მელიაც! მე ვარ ადამიანი, რომელიც სერიოზულად დავზარალდი იმ 9წლიანი ხელისუფლების დროს და დღესაც მრჩება ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა, მაგრამ დღეს – ამ ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო ინსტიტუტები ინგრევა, ის სახელმწიფო, რომელიც სწორედ ნაციონალებმა შექმნეს და ამას მათ ვერავინ დაუკარგავს; დღეს საფრთხის ქვეშაა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მიმართულება, ის მიმართულება, რომელიც ნაციონალებმა დადეს და რაზეც დღეს ასე ამაყად საუბრობთ ტრიბუნებიდან!

არავინ გეუბნებათ რომ ხმა მისცეთ იმას ვინც არ გინდათ! 
უბრალოდ იმას გირჩევთ რომ არ შეუწყოთ იმ ხელისუფლებას ხელი, ვინც თქვენი თანატოლები დააბრმავა, ვინც რუსი ოკუპანტი საქართველოს პარლამენტის სკამში ჩაგისვათ და ვინც ცდილობს ეს უზარმაზარი პოლიტიკური დანაშაული ჩვეულებრივ კრიმინალამდე დაიყვანოს და ამ კრიმინალზე პასუხისმგებლობაც მათთვის ყველაზე უხერხულ მეტოქეს დააკისროს! სწორედ ამას ემსახურება ნიკა მელიაზე აქცენტის გადატანა და რომ არა უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერა და თქვენი როგორც ცრუ მოწმეების ვერგამოყენება (ეს მაინც ვერ შეძლეს, თუმცა ნიკაზე აგრესია მაინც გააჩინეს) , ის დღეს ციხეში იქნებოდა ზუსტად ისე როგორც ჩვენ დაგვიჭირეს 1989 წლის 9 აპრილს! 
არ გამოაყენებინოთ ამაში ჩემო შვილებო არავის თავი! 
ჩვენ, თქვენხელები როცა ვიყავით, ერთხელ უკვე მოგვატყუეს, ნერვები არ გვეყო, გამოცდილება. დღეს კი ზუსტად ვიცი რა უნდა მოვითმინო და გავატარო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და ამიტომ გეუბნებით: თქვენ ეს აღარ უნდა დაუშვათ! 
ამ ეტაპზე თქვენი მთავრი საფიქრალია რას ვაკეთებთ ჩვენ ყველა ერთად თუ გახარია არ გადააყენა ივანიშვილმა ან გადააყენა და მეორე გახარიათი შეცვალა. იფიქრეთ ამაზე და თუ საჭიროდ ჩათვლით – ერთად ვიფიქროთ!

P.S. მე არ ვიცი, მომეცემა თუ არა თქვენს აქციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება და არც იმას დაგიზუსტებთ, ვინ და რა მიზნით ცდილობს თქვენს გაკონტროლებას, ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით, მაგრამ ამას არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მე ყოველდღე თქვენს გვერდით ვიდგები საქართველოს სამსახურში და არც დამარცხებულებს მიგატოვებთ, რისი წარმოდგენაც არ მინდა! არ შეიძლება დღეს თქვენი დამარცხება! არ შეიძლება! ეს ამ ქვეყნის დიდი ხნით უკან გადასროლას გამოიწვევს თუ დაშლას არა!

თქვენ შექმენით ახალი რეალობა და მე ვარ თქვენს გვერდით სადაც თქვენზე გადაფარება საჭირო იქნება რადგან არავინ ჩემ შვილებზე მეტად არ მიყვარს და მათთან – თქვენთან ერთად მინდა იმ ახალ საქართველოში ცხოვრება თქვენ რომ უნდა მოიტანოთ!”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE