ბოლო ამბები
მაისი 19, 2024

ესენი ტიპური ხულიგნები არიან, არავითარი ენის მოჩლექვით საუბარი და მლიქვნელობა – ხათუნა საგინაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე

მაი6,2024
გაზიარება

საქართველოს ვინც აოხრებს ევროპის “სიყვარულით” შეგირცხვათ უნამუსო, გამოთაყვანებული გოგრები. ესენი ბაღნები კი არა, ტიპური ხულიგნები არიან!
და ზოგიერთების გასაგონად, არ გვინდა რა მათზე ნიანგის ცრემლების ფრქვევა”- ასე ეხმიანება ჟურნალისტი ხათუნა საგინაშვილი საპროტესტო აქციებს გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ.

მისი შეფასებით, აქციები კარგად ორგანიზებული და დატრენინგებულია ცნობილი პიარ-სტრატეგოსის, აწგარდაცვლილი პიტერ აკერმანის მიერ.

“ვაი თქვენს გამზრდელ მშობლებს! ძალიან დიდ ფულს ჩაასხამს დასავლეთი ხელისუფლების დასამხობად და ნაცების მოსაბრუნებლად;
მერამდენედ, წყალგამყოფი უკვე გავლებულია, ვინ ვინაა; ვინ საითაა; გამჭვირვალობის კანონისკენაა თუ მეამბოხეებისკენ; მემარჯვენეა თუ მემარცხენე;
ქართველია თუ მანქურთი; საბოლოო ჯამში კი _ ისტორიულად ქრისტეა მისი არჩევანი, თუ ბარაბა.

ნიუსფიდზე ისეთი ტიპები შემხვდნენ ბრბოსა და ხბოს აღტაცებით რომ თანაუგრძნობენ ხულიგნების აქიას, რომ კიდევ ერთხელ ვუთხარი საკუთარ თავს – ხათუნა, მიეჩვიე იმას, რომ არაფერი გიკვირდეს, კიდევ ბევრს ნახავ…

ახლა მინდა მოგმართოთ ყველას, ვინც ამას წაიკითხავთ – ვინც ამჟამად ვერ აცნობიერებთ, თუ საითაა ისტორიის სწორი მხარე, ვისკენაა სიმართლე – გულწრფელად მეცოდებით;

ცენტრალური გზების პიკეტირება აკერმანის ტრენინგია. მოვითხოვოთ, პოლიციამ იმოქმედოს კანონის შესაბამისად და აღადგინოს წესრიგი.
“ბაშვებს ნუ ურტყამთ” და მსგავსი ფარისევლობა უნიათოებად ნუ გაქცევთ. უნიათოობა ცუდად მოგიბრუნდებათ. ბავშვი ასეთ საათებში მე ვიცი სახლში.

სამანქანო გზას რომ კეტავენ და უსაშველო საცობებით ისედაც გამწარებულ მძღოლებს ზედმეტ პრობლემებს უქმნიან – მძღოლები რომ გადმოვიდნენ იმ ასობით მანქანიდან და ძვალ-რბილი გაუერთიანონ, არ არიან ღირსი?!

სამართალდამცველებს მოვუწოდებ – კანონის შესაბამისად აგებინეთ პასუხი ვანდალებს, ასაკის მიუხედავად. არავითარი ენის მოჩლექვით საუბარი და მლიქვნელობა – თქვენ ხართ საქართველოს მომავალი და მსგავსი აბდაუბდა. ესენი არიან ხულიგნები ۔ ყველაფერს დაარქვით სახელი. თუ ახლა გაუტარეთ ბევრს ინანებთ!

ჩემი პროგნოზია – ქაჯებს არაფერი გამოუვათ, აქ სხვა მადლი ტრიალებს”- წერს ხათუნა საგინაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა