ექსპერტ-ბალისტიკოსი გიორგი ელიავა ნარინჯისფერი რეზინის ტყვიების შესახებ განმარტებას აკეთებს

403
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ექსპერტ-ბალისტიკოსმა გიორგი ელიავამ სატელევიზიო ეთერში 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მიერ გამოყენებული რეზინის არალეტალური ტყვიების შესახებ ისაუბრა.

ბალისტიკოსის განმარტებით, ვაზნები, რომლებიც გამოყენებული იყო რუსთაველზე წარმოადგენს არალეტალური შედეგის მქონე ვაზნებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლიციურ დანაყოფების მიერ ეს ვაზნები ძირითადად გამოიყენება მასობრივი არეულობების, ან სპეციალური დავალებების დროს, ტყვიები განკუთვნილია შემაკავებელი ეფექტისთვის და ისინი არ იწვევს ლეტალურ შედეგს.

“ვაზნები, რომლებიც გამოყენებული იყო, წარმოადგენს არალეტალური შედეგის მქონე ვაზნებს. ამ ვაზნების მიზნობრივი დანიშნულება არის არ გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. პოლიციურ დანაყოფების მიერ ეს ვაზნები ძირითადად გამოიყენება მასობრივი არეულობების, ან სპეციალური დავალებების დროს.

აქ საუბარია კომპანია “სტერლინგის” ორი ტიპის ვაზნებზე, ერთში, რომელშიც მოთავსებულია შავი 9 რეზინის ბურთულა და მეორე, რომელშიც მოთავსებული ერთი ნარინჯისფერი რეზინის ტყვია, რომელიც განკუთვნილია შემაკავებელი ეფექტისთვის.

ის არ იწვევს ლეტალურ შედეგს. ყველა ქვეყნის საპოლიციო რაზმს, ალბათ თავისი მეთოდი აქვს, თუ როგორ იმოქმედოს ამა თუ იმ პირობებში. მსგავსი ტიპის არალეტალური ვაზნები გამოიყენება მრავალი ქვეყნის საპოლიციო დანაყოფებში. 2019 წელს ლისაბონშიც იყო გამოყენებული, პარიზში “ყვითელი ჟილეტების” აქციებზე, ასევე გერმანიაში, როდესაც დიდი ოცეულის სამიტი მიმდინარეობდა, სამხრეთ კორეაში მათ შორის.

ცალსახად აღნიშნული ტიპის ვაზნები არ არის საბრძოლო მასალა, ეს არის შემაკავებელი მოქმედების არალეტალური შედეგის ვაზნები. მითი იმაზე, რომ ამით ვინმე მიდის დათვზე სანადიროდ და დათვს აკავებს, არარეალურია. შავ რეზინის ტყვიებს და ამ ნარინჯისფერ ტყვიებს შორის განსხვავება არის ფორმის, მასის, კონსტრუქციის და დანიშნულების მიხედვით. ამას უფრო მეტი შემაკავებელი ძალა აქვს, ვიდრე ბურთულებს,” – განაცხადა ექსპერტ-ბალისტიკოსმა გიორგი ელიავამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE