პატიოსნება შეიძლება ხანდახან ციხეში წასვლად დაგიჯდეთ

343
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

შემთხვევა 14 ივნისს, თბილისში მოხდა. როგორც ჟურნალისტი ნუკა არველაძე ამბობს, მისი დისშვილი სუპერმაკეტში იმყოფებოდა, რა დროსაც საპულე იპოვნა და პოლიციის განყოფილებაში მიიტანა, საფულის მფლობელი ირანის რესპუბლიკის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ საფულეში ფული ჰქონდა, რომელიც აღარ არის.

“14 ივნისს ჩემი დიშვილი თავის ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო მაღაზია ნიკორაში – როცა უკვე დახლთან მივიდნენ, ჩემმა დისშვილმა შენიშვნა პატარა ზომის ქეისი, რომელშიც ირანის მოქალაქის საბუთები, საბანკო და კაზინოს ბარათები იყო. 

მიიტანეს პოლიციაში იმავე დღეს, გაფორმდა ოქმი შემდეგ დღეს.  მოკლედ ირანელმა გადაწყვიტა, რომ ფულიც მქონდაო, ჩვენებაში ვერაა ჩამოყალიბებული ზუსტად რამდენი.

ჯერ ვერ იხსენებს სად დაკარგა, მერე იწყებს 1000 $ და ამთავრებს 1300 მდეო და 40 ლარი მქონდაო. მერე ამავე ჩვენებაში ამბობს, რომ საფულე იქვე დავდე და დამრჩაო. რადგან ფული ჯიბიდან ამოვიღეო – ანუ რეალურად იქვე ამბობს ჯიბეში მედო ფულიო.

მოკლედ პოლიციამ არ მიიჩნია საკმარის სამხილად ეს ჩვენება და საქმეს ხურავდა როცა ისანი სამგორის პროკურორი, ვინმე ნათია ქომოშვილი მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით და განჩინების საფუძველზე დააკავეს ჩემი დისშვილი!  დააკავეს კვირას საღამოს, წინა დღეს გვითხრეს საქმე დაიხურაო, ორშაბათს წაუყენეს ბრალი და დღეს სასამართლომ შეუფარდა 2 თვიანი წინასწარი. 19 აგვისტოს დაინიშნა სასამართლო!

აზარტული თამაშების მოყვარული ირანელის (მის საბუთებთან ერთად ყველა კაზინოს ბარათი იდო ) ტყუილი ჩვენების საფუძველზე ის ახლა საპატიმროშია. სახლში მცირეწლოვანი შვილი ამაოდ ელოდება! მე არ ვაპირებ ეს ასე გავატარო,ვიცი რომ ჩემი დისშვილო ცამდე მართალია.  არ შიმშილობას მოვერიდები და არ გავჩერდები” – ამბობს ნუკა არველაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE