ვერეს ხეობაში, იქ სადაც სტიქია მოხდა, მერიამ ორი მასშტაბური მშენებლობის ნებართვა გასცა – ვატო შაქარიშვილი

310
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ვერეს ხეობაში, იქ სადაც 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია დატრიალდა თბილისის მერიამ ორი მშენებლობის ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს დეპუტატი და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ვატო შაქარიშვილი ავრცელებს.

“სამწუხაროდ ერთმანეთს აცდენილია მერის PR აქტივობები და მისი რეალური საქმე!   ეს ვერეს ხეობაა, სადაც 4 წლის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, სტიქიამ 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დღეს, ამ ტერიტორიაზე მერიამ გასცა ორი მასშტაბური, მულტიფუნქციური ობიექტის მშენებლობის ნებართვა. ვერეს ხეობაში რომელიც მრავალჯერადი, უმკაცრესი შეზღუდვის ზონაა, მშენებლობის ნებართვის გაცემა სხვა არაფერია თუ არა უპასუხისმგებლობა და კორუფცია. 

განსაკუთრებით დასანანია, რომ აღნიშნული ნებართვები მერიის იმ ადმინისტრაციამ გასცა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებაში ქაოტური მშენებლობის დასრულების დაპირებით მოვიდა.

მიუხედავად ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და საზოგდოების აქტიურობისა ვერეს ხეობაში მშენებლობა დაჩქარებულ რეჟმში მიმდინარეობს.
კიდევ ერთხელ, საჯაროდ მივმართავთ მერიას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს მშენებლობა და გააუქმოს მის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვები.”- ნათქვამია ვატო შაქარიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE