როცა იუნა შაფათავა “ქართული მორალის” სადარაჯოზეა, ყანდიაშვილი ლგბტ თემს პიზდავს და ინაშვილი ხალხს რუსეთთა ურთიერთობას სდებს ბრალს

314
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“რუსთავი2”-ის გადაცემა “სხვა შუადღის” წამყვანი ლევან ბუთხუზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის აქტიურ სახეებს: გიგა მაქარაშვილს, მიშა მშვილდაძეს, შოთა დიღმელაშვილს, ნატა ფერაძეს და სხვებს მიმართავს.

“პერსონალური შემოტევების განეიტრალების ერთადერთი გზა მათი რეაგირების გარეშე დატოვება და იგნორირებაა. ძალიან მძიმეა, როცა პირადად გეხებიან და მესმის ბედის დაცინვა, როცა იუნა შაფათავა “ქართული მორალის” სადარაჯოზეა, შალვა რამიშვილი მედროვეობას აბრალებს ხალხს, კოკა ყანდიაშვილი LGBT თემს “პიზდავს” და ეკლესია/ირმა ინაშვილი რუსეთთან თანამშრომლობაში დებენ ხალხს ბრალს. წინა სტატუსში დაგთაგეთ თეტჩერის სიტყვებზე და არ გავიმეორებ – უბრალოდ, არ მგონია მიზანშეწონილად რუსთაველზე თუ ფეისბუკში მათთვის პასუხების გაცემა და მათი ჩვენი სისხლით კვება. რას ვიზამთ, დროებით სიმახინჯეში ვცხოვრობთ, მაგრამ წყალნი წავლენ და წამოვლენ, ჩვენ კი ჩვენი საქმე გვაქვს – თავისუფლებას ვაშენებთ, სადაც არც მედროვეობა უნდა იყოს, არც დისკრიმინაცია და არც კაგებე.”– წერს ლევან ბუთხუზი.


 

ამავე თემაზე:

ამ პროცესს პირობითად შეგვიძლია გეი რევოლუცია დავარქვათ – ლევან ბუთხუზი (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?
IMG.GE