24/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

როგორც არ უნდა იყოს შანტაჟი და მუქარა, ჩვენ ვართ მართლები – ირაკლი კობახიძე

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

როგორც არ უნდა იყოს შანტაჟი და მუქარა, ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით, ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.

„ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა. ჩვენი პოლიტიკა, დარწმუნებული ვართ, იქნება შედეგიანიც. როგორც შარშან, დეკემბერში იყო შედეგიანი ჩვენი პოლიტიკა, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასეთივე შედეგიანი იქნება ჩვენი ღირსეული პოლიტიკა მომავალშიც. მოლაპარაკებებსაც გაგვიხსნიან და 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, 2030 წლისთვის, თუ რაიმე გლობალური კატაკლიზმები არ მოხდა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.