ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის.”- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 11 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ჩვენ გვსურს რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ამ ერთობის ნაწილი გახდეს. შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ.
ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. დრო იწურება! თქვენზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებთ მას. საქართველოს მომავალს თავად ქმნით.
დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ ამ გზაზე, თქვენ გვერდით ვართ” განაცხადა ჰერჩინსკიმ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს