სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა, – ამის შესახებ თბილისი სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. თბილისის მეტრო მუშაობას და მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს