სასწრაფოდ დააპატიმრეთ საშიში დამნაშავე გიორგი გაბუნია – ვალერი კვარაცხელია

513
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია, გიორგი გაბუნიას ტელეგამოსვლას ეხმიანება.

“ბიძინა ივანიშვილს და გიორგი გახარიას:

სასწრაფოდ დააპატიმრეთ! ფაშისტური პარტიის რუპორის, საქართველოს დაუძინებელი მტერი, საშიში დამნაშავე გიორგი გაბუნია, ვისმა არნახულმა პროვაკაციულმა გამოსვლამ შეძრა ქართველი საზოგადოება.

ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა და რუსოფობიით შეპყრობილმა ტიპმა, რომელიც დიდი ხანია ჟურნალისტის მანტიასაა ამოფარებული, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ მიყენებული წარმოუდგენელი შეურაცხყოფით სულში ჩააფურთხა მთლიანად რუს ხალხს, რითაც არამარტო ჩირქი მოსცხო საქართველოს, არამედ დააყენა იგი უზარმაზარ ბირთვულ სახელმწიფოსთან აშკარა ომის საშიშროების წინაშე.

თქვენ ვალდებული ხართ აარიდოთ საქართველოს ეს უდიდესი საფრთხე.

მოგიწოდებთ :
დაუყოვნებლივ გაეცით საშიში დამნაშავისა და ტელევიზიის ისტორიაში გაუგონარი, შემაძრწუნებელი ბოროტმოქმედების ჩამდენი დამნაშავის დაპატიმრების ბრძანება. ყველა სხვა შემთხვევაში თქვენ (მთავრობის წევრებთან ერთად) ჩაითვლებით ქართველი და რუსი ხალხების წინააღმდეგ 2019 წლის 7 ივლისს, თბილისის დროით 21. 00 საათზე, საჯაროდ, ტელევიზიით განხორციელებული ამ ბოროტმოქმედების თანამზრახველად და ხელისშემწყობად.”- აცხადებს ვალერი კვარაცხელია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE