ბოლო ამბები
10/09/2024

მოვრჩეთ ტყუილების ბოდვას, რომ აქციას არავინ აორგანიზებს, ხალხი მხოლოდ თავისით მოქმედებს და ა.შ. ამას არავინ ჭამს – “გირჩი”-ს მიმართვა

გაზიარება

პარტია “გირჩი” (იაგო ხვიჩია) მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვებს სვამს და მოუწოდებს კონკრეტულ ორგანიზატორებს მეტი საჯაროობისა და სიცხადისკენ.

“რა უნდა ვქნათ? – დაუშვებელი აბსურდია, ამხელა აქციის ორგანიზატორები იმალებოდნენ და კულუარულად იღებდნენ გადაწყვეტილებას.
დაუშვებელი აბსურდია, პოლიტიკური აქცია პოლიტიკოსების და პოლიტიკური ლოზუნგების გარეშე ტარდებოდეს.

სასწრაფოდ ყველა ორგანიზატორი ერთად უნდა შეიკრიბოს და საჯაროდ, ლაივში დაიწყოს მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვა.
გასაგები და ცხადი უნდა იყოს, თუ ვინ აორგანიზებს და აფინანსებს კონკრეტულ აქტივობას (ეს სუსმა მაინც იცის და გამოდის, რომ მხოლოდ ხალხს ვუმალავთ).
მოვრჩეთ ტყუილების ბოდვას, რომ აქციას არავინ აორგანიზებს, ხალხი მხოლოდ თავისით მოქმედებს და ა.შ. ამას არავინ ჭამს, რადგან მინიმუმ რამდენიმე ათეულათასიანი აპარატურა და სცენა დგას.

წინასწარ უნდა გაირჩეს და ხალხთან შეთანხმდეს, თუ ვინ გამოდის ტრიბუნაზე.
უნდა ჩამოყალიბდეს ზუსტად რა პოლიტიკური მიზანი აქვს მიტინგს, რადგან „გაიწვიეთ კანონი“ საკმარისი არაა (ამ კანონის მერე მთავრობა უკეთესი ხომ არ გახდება?!).

გასაგები და ცხადი უნდა იყოს, თუ რა არის გეგმა, მათ შორის იმ შემთხვევაში, როცა/თუ კანონი მიღებული იქნება. მოვუწოდებთ ყველა ორგანიზატორს და მედიას, გახსენით კარები საუბრისათვის, საჯაროდ და ხალხთან ერთად დავიწყოთ პროტესტის ორგანიზება, მართვა და მასზე ერთობლივი პასუხისმგებლობის აღება.”- ნათქვამია “გირჩის” მიმართვაში.

სხვა ამბების წაკითხვა