24/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

გოგა ხაინდრავას ძმა გამჭვირვალობის კანონპროექტს ეწინააღმდეგება, რის გამოც თანამდებობა დატოვა

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

გოგა ხაინდრავას ძმა, ივლიანე ხაინდრავა გამჭვირვალობის კანონპროექტს ეწინააღმდეგება, რის გამოც თანამდებობა დატოვა, ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლად მუშაობდა 2019 წლიდან.

„დღეს დავწერე განცხადება… დავტოვე თანამდებობა იმის გამო, რომ არ ვეთანხმები იმ კურსს, რომელსაც მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ვგულისხმობ კანონპროექტს და ყველაფერ იმას, რაც მოჰყვა მის მეორედ შემოტანას,“ – ამბობს ივლიანე ხაინდრავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ივლიანე ხაინდრავასგან განსხვავებით, გოგა ხაინდრავა საპირისპირო პოზიციაზეა და მმართველი პარტიის მხარდამჭერია, ის ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება.