ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

497
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, არხის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

„სიტუაცია ჩვენი არხის წინ უკიდურესად დაძაბულია. ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება. პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას.

ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას“ – წერს ნიკა გვარამია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE