საკუთარი ხალხის სირცხვილი პირველ რიგში თავად ხარ – დავით უსუფაშვილმა რამზან კადიროვს უპასუხა

373
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“შენების მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს პასუხობს.

“გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, კავკასიელ ხალხებსაც და რუს ხალხსაც, მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს, რომლებსაც ყველა ეს ხალხი საკუთარი საძალაუფლებო ვნებების დასაკმაყოფლებლად გჭირდებათ.

საკუთარი ხალხის სირცხვილი პირველ რიგში თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია – ქართველი ხალხის სირცხვილი.

არარაობა ტირანებთან შედარებით უბრალოდ არარაობაა და მეტი არაფერი. და არსად არ გემალები, არც შენ და არც ვლადიმერ პუტინს, თბილისში ვცხოვრობ. 
დათო უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, 2012-2016 წწ.”-წერს დავით უსუფაშვილი.


ამავე თემაზე:

კადიროვის გამოხმაურება გიორგი გაბუნიას

თქვენი კომენტარი?
IMG.GE