რეალობა ისაა, რომ ეს აქცია (ჩემთვის სრულიად მიუღებელი) არა ხელისუფლებამ, არამედ პრაიდის გამართვის განცხადებამ გამოიწვია

289
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

თამარ ჩუგოშვილი – ქართული ოცნება


“გუშინ 4 სხვადასხვა ადგილზე შსს-მ უსაფრთხოდ უზრუნველყო მძიმე აქციების მშვიდობიანად ჩატარება, მათ შორის, საზოგადოების უკიდურესად დაპირისპირებული ჯგუფების პარალელური აქციების, ისე რომ თავიდან აიცილა მძიმე ფიზიკური შეჯახება ჯგუფებს შორის.

მესმის, რომ ოპოზიციას ძალიან უნდა პარლამენტის წინ “ქართული მარშის” და სხვების აქცია როგორმე ხელისუფლებას მიეწებოს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს აქცია (ჩემთვის სრულიად მიუღებელი) არა ხელისუფლებამ, არამედ პრაიდის გამართვის განცხადებამ გამოიწვია და უკვე დასრულებულია.

გუშინ მშვიდობიანად ჩატარდა პრაიდიც, მარშიც, ოპოზიციის/ახალგაზრდების აქციაც.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE