გავუცინეთ, გვეყოფა – ნიკა გვარამიას პასუხი ნათია ფანჯიკიძეს

411
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ეხმიანება ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს, რომელმაც გიორგი გაბუნიას ტელეგამოსვლის ტექსტთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა, რომ მას ეს დაავალეს.

“ამ ქალბატონს, მგონი, ჰგონია რომ სკლეროზი გვაქვს ან დიდი ინდულგენცია გამოვუწერეთ მის მეუღლეს. გავუცინეთ, გვეყოფა – გონორი შეუძლია სახლში შეინახოს და დავალებებზე და კონსპირაციებზე მას მერე იმკითხაოს, მისი ქმრისას რომ დაადგენს ბოლომდე.

და იმაზე არ უნდა კითხვის დასმა და მისი ქმრის პასუხი, ვინ დაავალა 11 თვის ჩვილის ქვევრში დახრჩობის საქმის საინფორმაციო ფაბრიკაცია და ამისთვის ზუგდიდიდან კახეთში ჩამოსკდომა? გაბუნიას ბოდვისგან განსხვავებით, ეგ ფაქტი დანაშაულის შემცველია, ისე, მაინც რომ იცოდეს.”– წერს ნიკა გვარამია.


ამ თემაზე:

“საინტერესოა, ვინ დაავალა და რატომ შეასრულა ეს ძალიან ბანძი სცენა”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE