“ციგნების ტაბორივით” სირბილი ვინ გირჩიათ, საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ?! “შეაწუხე ვაკე!”- ვინ ცალტვინამ მოგიფიქრათ ეს ლოზუნგი? – ასე ეხმიანება მაია ნიკოლეიშვილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის მიღებას აპროტესტებენ.
“გამოდითო, ქუჩა-ქუჩა სტვენით დადიხართ და ყვირით! – როგორ გგონიათ, ან ღრიანცელის მერე, თქვენს მიმართ სიმპათია და ემპათია იმატებს თუ იკლებს? მარტივი ამოცანაა, მეოთხეკლასელიც ამოხსნის!
“შეაწუხე ვაკე!”- ვინ ცალტვინამ მოგიფიქრათ ეს ლოზუნგი? რომ შეაწუხებ, მოეწონები და გვერდში დაგიდგება?! “ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!” მაგრამ, ვაი, რომ თქვენ და ზოგიერთი თქვენი ვაი-პრაფესორი ამას ვეღარ გაიგებთ… დაგვიანებულია, უკვე.”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს