გიორგი გახარია ამბობს, რომ ხელისუფლება აქციებს არაკანონიერად შლის. ამის შესახებ მან 15 მაისს, “ფორმულას” ეთერში, გიორგი თარგამაძესთან განაცხადა, როდესაც უპასუხა წამყვანის კითხვას2019 წლის 20 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს აქციის დარბევასთან დაკავშირებით.
გახარიას თქმით, უნდა განვასხვავოთ მაშინდელი მოცემულობა და დღევანდელი, როდესაც იმ დროს იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ხოლო მიმდინარე აქციები არის აბსოლუტურად მშვიდობიანი.
“ერთია, ორგანიზებული ძალადობა პარლამენტში შეჭრის გზით და მეორეა მშვიდობიანი, როდესაც ადამიანები დგანან გამონაკლისები, ერთი ორი იქ ვიღაც კარებს დაეჯაჯგურა, ეს არის პატრულის დონეზე მოსაგვარებელი ცალკეული საქმე”– განაცხადა გიორგი გახარიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს