დარწმუნებული ვიყავი, რომ ვლადიმერ პუტინი, საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს ხელს არ მოაწერდა – ნინო ბურჯანაძე

344
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“დარწმუნებული ვიყავი, რომ ვლადიმერ პუტინი, საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ შეთავაზებულ სანქციებს ხელს არ მოაწერდა. “– ასე ეხმიანება პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე უარის თქმის გადაწყვეტილებას.

“დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა შეშფოთებული ადევნებდა თვალს ლარის კურსს და სპეციალისტების საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზი მძიმე იყო, ამ გადაწყვეტილებით ქვეყანას დარჩა პერსპექტივა მეტ-ნაკლები ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების.

არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლებელია საქმიანი და კონსტრუქციული დიალოგის წარმოება საქართველოს ინტერესების დასაცავად.

მე ყველა ჩემს შესაძლებობას კვლავ გამოვიყენებ იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული მძიმე კრიზისი რაც შეიძლება მალე განიმუხტოს.”– აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE