დღის ყველაზე მძიმე ფოტო სოც.ქსელში – უიმედოდ დარჩენილი მამა შვილის გადასარჩენად

368
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ამ ფოტოზე პატარა გვანცა და მისი მამიკოა კლინიკის პასუხის მოლოდინში …
ამჯერადაც უარი, წამალი რომელიც გვანცას სიცოცხლეს გადაარჩენს იმდენად ძვირადღირებულია რომ სახელმწიფო ( ამ შემთხვევასი საფრანგეთი ) არ აფინანსებს.
გავერთიანდეთ და მივცეთ სიცოცხლის შანსი გვანცას 🙏🙏🙏

❎3 თვისაა გვანცა გოგსაძე. 3 თვის წინ რომ მოფარფატდა დედამიწაზე, ახალი სიცოცხლე მოევლინა ქვეყანას.
❎ 2 კვირის იყო, დედამ შეამჩნია ბავშვს უმოძრაობა და მიიყვანა ექიმთან, ეჭვიც მაშინვე გაჩნდა, გაკეთდა არა ერთი ანალიზი, გაიგზავნა ავსტრიაში და დიაგნოზი დამღუპველი აღმოჩნდა-გენეტიკური კუნთების სპინალური ატროფია.

❎რას ნიშნავს ეს? ბავშვი უმოძრაოა, ჯერ ქვედა კიდურები გაეთიშა ახლა ზედა კიდურები ეთიშება, უმოძრაოდ დარჩება, გადავა პრობლემა სასუნთქ გზებზე და დადგება ფატალური შედეგი… ნელნელა დროის ამბავია და პატარა გვანცა ვეღარ იცოცხლებს.

❎ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია ძვირადღირებული ნემსია, ზურგის ტვინიდან, რომელიც საქართველოში არ კეთდება. ოჯახმა ყველა კაპიკი მოაგროვა, წავიდა საფრანგეთში თუმცა ბავშვს ხელი არ მოკიდეს.

❎ ზის დედა და ცოცხალ შვილს დასტირის… 3 თვის პატარას, რომელიც მუცლით ატარა, გააჩინა, შეიყვარა და უკვე ემშვიდოება… ერთადერთი გამოსავალი სხვა ქვეყანაში გადასვლაა, მაგრამ ყველა კლინიკა ავანსის სახით ფულის ჩარიცხვას ითხოვს, ფულის , რომლიდანაც არცერთი კაპიკი არ გააჩნია დედას, არცერთი, თავის შვილის სიცოცხლისთვის…

როგორ შეიძლება თვალებში ჩავხედოთ ამ პატარას, როგორ შეიძლება არ ვუთხრათ რომ მის გვერდით ვართ, რომ 1 ლარი ავიღოთ და მივცეთ შანსი იცოცხლოს.

როგორ მოისვენებს დედა, რომელმაც იცის რომ უფულობის გამო შვილი დაეღუპა?!
მივცეთ შანსი გვანცას…

საბანკო კოდი – TBCBGE22
მიმღების დასახელება – თინათინ მჭედლიშვილი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE60TB7305045064300006

საბანკო კოდი – BAGAGE22
მიმღების დასახელება- ლია ჩიტაძე ( გვანცას ბებია)
გვანცას დასახმარებლად გაიღეთ თანხა შემდეგ ანგარიშზე :
საბანკო კოდი – TBCBGE22
მიმღების დასახელება – თინათინ მჭედლიშვილი
ანგარიშსწორების ანგარიში – #GE60TB7305045064300006

საბანკო კოდი – BAGAGE22
მიმღების დასახელება- ლია ჩიტაძე ( გვანცას ბებია)
ანგარიშსწორების ანგარიში #GE06BG0000000103330922

თქვენი კომენტარი?
IMG.GE