24/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს მიმართავს

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

ეკა, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც მიუხედავად ბიძინასთან დაკავშირებით უკიდურესი იმედგაცრუებისა და გაბრაზებისა, მე და ჩემი ოჯახი დღემდე პატივს გცემთ და გვიყვარხარ ‘- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის მიერ, 16 მაისს გავრცელებულ წერილს.

“ამიტომ გეტყვი – ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, რომ გიყვარს შენი ოჯახი. ხარ კარგი დედა და ბებია. საერთოდ ოჯახის ინსტიტუტიც რომ საზოგადოებრივი მშენებლობის ფუნდამენტად მიგაჩნია.

ამასთანავე, ოჯახის ინსტიტუტის მარადიულობის მთავარი წყარო ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან, რომელთაც დღეს შენი მეუღლის მიერ დაგეშილი “კაცები” თავ-პირს ამტვრევენ, ურეკავენ, აგინებენ, აშინებენ მათ და მათ მშობლებს.

კარგი იქნებოდა, რომ ამ წერილში ერთი წინადადებით მოგეწოდებინა, რომ ამას ნუ სჩადიან, რადგან დღეს რუსთაველზე ჩვენი – შენი და ჩემი შვილები დგანან…მომავლის საქართველო დგას…”- წერს გია ხუხაშვილი.

ამ თემაზე:

ბიძინა ივანიშვილის მეუღლე განცხადებას ავრცელებს