გერმანელი დეპუტატი (ბუნდესტაგის წევრი) მიხაილ როთი, რომელიც თბილისში, გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა და მხარს უჭერს პროტესტის მონაწილეებს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და მის შთაბეჭდილებებს.
“ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი მომენტი თბილისის პროევროპულ მასობრივ აქციაში მონაწილეობაა. მადლობა პატივისთვის საქართველოში ათიათასობით გულანთებული ევროპელის წინაშე სიტყვით გამოსვლისთვის. ხალხო შეხედეთ ამ ქვეყანას და ქალაქს. აი აქ ძგერს ევროპის გული ყველაზე მაგრად.”- წერს მიხაილ როთი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს