რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დედამ შვილი დაიბრუნა

298
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ნაპოვნია გოგონა, რომელსაც დედა რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. თაკო გოგსაძემ შვილის გაუჩინარების შესახებ ფეისბუქში დაწერა, რომ შვილი მისმა ყოფილმა ქმარმა წაიყვანა კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.

“ბავშვი ნაპოვნია. ჩემი თიკო ჩემთანაა. მადლობა შსს- თითოეულ ქვედანაყოფს, დეპარტამენტს, თითოეულ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა თიკოს დაბრუნებასა და ჩემს მეორედ დაბადებაში. მადლობა იმ თბილი მოკითხვისთვის უცნობსა და ნაცნობს. ხოლო იმათ გასაგონად, დედას რომ ლანძღავდნენ და ტყვიის ღირსიაო წერდნენ, მალე გაიგებთ ბავშვი რა გზებით და რა პირობებში ატარა მამამ აფხაზეთამდე. მადლობა უფალს” – წერს თაკო გოგსაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE