ბოლო ამბები
19/09/2024

ახალგაზრდებს შევთავაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ საჯარო დისკუსიაში პირდაპირი ეთერის ფორმატში, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან დაიწყო ბულინგი და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა ვერ გარისკა

გაზიარება

პრემიერ-მინისტრის თქმით გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის გაკეთებული შეთავაზება ძალაშია, რაც მათთან ერთად ამ საკითხის განხილვას გულისხმობს.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,  შეთავაზების შემდეგ, რადიკალების მხრიდან დაიწყო ახალგაზრდების შევიწროვება.

„მე როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდებს შევთავაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ საჯარო დისკუსიაში პირდაპირი ეთერის ფორმატში, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან დაიწყო ბულინგი ახალგაზრდების მიმართ და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა ვერ გარისკა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ჩემი შეთავაზება კვლავაც ძალაში რჩება და იმედი მაქვს, რომ ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში ამ კანონთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა