გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი შენდება

320
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

გუდამაყარში, სოფელ ჩოხში ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

მუშაობის პროცესი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ორ-სართულიანი შენობა აშენდება, რომელშიც გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა და მუზეუმის აღჭურვა.

სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით და მისი ღირებულება 397 000 ლარს შეადგენს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE