ბოლო ამბები
17/09/2024

ქართული არასამთავრობოები დაუმორჩილებლობას აცხადებენ და არ აპირებენ გამჭვირვალობის კანონს დაემორჩილონ

გაზიარება

“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად, კანონის უპირობო გაუქმებამდე”- განაცხადა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდრომარე ნონა ქურდოვანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად ჩაატარეს.

“ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ბრძოლის ერთადერთ გზად, ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიული სამართლებრივი დავის გზას. პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს.

ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიას, ვისაც ეს კანონი ეხება, შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, არა რუსულ კანონს – კი, ევროპას”- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

 

სხვა ამბების წაკითხვა