“ესეიგი, “ქოცებმა” თავისი ჭკუით კომპრომატი მიპოვეს და დიდი კამპანია აქვთ აგორებული ჩემ წინააღმდეგ. უკვე ორი დღეა ამ სტატიებს და პოსტებს ასპონსორებენ “ფეისბუკზე” და “ტიკ-ტოკზე”. – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში და ეხმიანება ფეისბუქზე დასპონსორებულ და გავრცელებულ ინფორმაციას, მისი და მურთაზ ზოდელავას ახლობლობაზე.
“მურთაზი ჩემი ცოლის დეიდაშვილის ქმარია და ვიცნობ საუკუნეა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ თანამდებობაზე დაინიშნებოდა. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, ჩვენთვის ხელი არ შეუშლია სხვადასხვა პოლიტიკურ პოზოციებზე ვყოფილიყავით და იმ “ცხრა წლის” მანძილზეც და მერეც, ნაცები ისე მეკრიტიკებინა, როგორც საჭიროდ ვთვლიდი.
ასე იქნება მომავალშიც, მაგრამ მონები ამას ვერასდროს გაიგებთ, რადგან თქვენით ვერც პირად ურთიერთობებს ირჩევთ და ვერც პოლიტიკურ პოზიციას.
ან იმას რომ წერთ, ზოდელავა ჯალათი და ზონდერი იყოო, 12 წელი ხელისუფლებაში ხართ და მის წინააღმდეგ საქმეც კი არ აღგიძრავთ და ეს რანაირად ხდება?
ან კიდევ ის არ მეყოფოდა, აქამდე ნაცები მე და ყველა მათ კრტიკოსს, ბიძინას მოყვანას რომ გვაბრალებენ, ახლა ქოცებმაც იგივე პროგანდა გაუშვით: ნაცებს ეხმარები ხელისუფლებაში დაბრუნებაშიო.
ნაცებმაც და ქოცებმაც კარგად დაიმახსოვრეთ: ბიძინა ხელისუფლებაში მიშამ მოიყვანა, იმით, რომ თავზე გადაიჯვა და ახლაც, ნაცები თუ დაბრუნდნენ რაიმე ფორმთ, ეს ბიძინას ამ ავანტურის დამსახურება იქნება.
იმის შიშით რომ ბუა არ მოვიდეს, ქვეყნის დაზიანებას არც მიშას ვუტარებდით და არც ბიძინას გავუტარებთ. ასეთი იაფფასიანი კამპანიით კი ვერავის გააჩუმებთ”- წერს მერაბ მეტრეველი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს