“რუსთავი 2”- ის ერთ-ერთი მეწილე ნიკა გვარამიას პროკურატურაში უჩივის

304
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ პროკურატურას ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივრით მიმართა.

შესაბამისი დოკუმენტი საგამოძიებო უწყებაში ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ჩააბარა. მისი განცხადებით, ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„ჩვენ 2014 წლიდან ვითხოვთ დოკუმენტების გადმოცემას და ვერ მივიღეთ. თუმცა ნაწილი ფინანსური დოკუმენტები, რაც მივიღეთ, იქედან გახდა ნათელი, რომ შემოსავლის მეტი წილის აკუმულირება ხდება სხვადასხვა კომპანიაში. ერთ-ერთი მათგანის დამფუძნებელია ბატონი მიხეილ მშვილდაძე. ჩვენგან არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ გარკვეული თანხების გადაქაჩვა ხდება სხვა კომპანიაში. ეს ყველაფერი მათივე გადმოცემული დოკუმენტებიდან გახდა ჩვენთვის ნათელი“, – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა

თქვენი კომენტარი?
IMG.GE