ჯაბა ბოჯგუას დედის მიმართვა ფეისბუქზე

400
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედის, მანანა გვასალიას პოსტი ფეისბუქზე:

“დედაჩემი ჩვენთვის ყველაფერი იყო, ფაქტობრივად მეც და ჯაბასაც ის გვაცოცხლებდა. ახლა, ისე მიჭირს როგორც არასდროს ასეთ დროს თქვენი ყველა სიტყვა თუ დახმარება ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია.

სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის, თანადგომისთვის და ყურადღებისთვის  საოცარო ადამიანებო, მეგობრებო, მეზობლებო, ემიგრანტებო -მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით !!! გახარებული ჰყოლოდეთ მუდამ თქვენს შვილებს,მშობლებს და თქვენს ოჯახებს!
უფალმა დაგლოცოთ!” – წერს მანანა გვასალია.

შეგახსენებთ, ჯაბა ბოჯგუას 83 წლის ბებია, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და შვილიშვილისთვის მოწყალებას ითხოვდა, ავტოავარიას ემსხვრპლა.

ოჯახის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ მანანა გვასალიას საბანკო ანგარიშზე:

GE26TB7447145061600017  – მიმღები მანანა გვასალია

თქვენი კომენტარი?
IMG.GE