კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, რატომ უნდა გადადგეს? – ბიძინა ივანიშვილი

384
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ის არ უნდა გადადგეს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

“გახარია კიდევ უფრო მაგარი კაცია, ის თანამდებობისთვის საერთოდ არ იომებს. მისი გადადგომა, რაც სურს ნაციონალურ მოძრაობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდეს იქ, მოძალადეებიუ უნდა შევიდნენ პარლამენტში. ის რომ პოლიციის ქმედება აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადადგეს გახარია? ნაცებს უნდა მარტო, იმიტომ რომ ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ , თუმცა გარწმუნებთ, რომ ვერ მოვლენ.” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE