საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, თუ რა საფრთხის შემცველია ანტირუსული ისტერია – ლავროვი

340
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს,  თუ რა საფრთხის შემცველია ანტირუსული ისტერია.

„საქართველოს ხელისუფლებისგან ველოდებით, რომ დროულად გააცნობიერონ თუ რამდენად საზიანო და საფრთხის შემცველია ანტირუსული ისტერიის გაგრძელება. ბოლოსდაბოლოს, მნიშვნელოვანია მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს, რამაც თავად ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია აღშფოთება.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება, შეიქმნება საჭირო პირობები რუსეთის მიერ მიღებული გამაფრთხილებელი ზომების, მათ შორის საქართველოში ავიაგადაზიდვების აკრძალვის გაუქმების შესაძლებლობის განსახილველად. ჩვენ გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა რუსეთის და საქართველოს მოქალაქეთა საკეთილდღეოდ” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE