100 ათასი ლარი არასრულ 1 თვეში – კოლოსალური ხარჯები აქციის ორგანიზებისთვის (ვიდეო)

549
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა თითქმის 100 ათას ლარამდე დახარჯეს.

სასტვენები, მაისურები, სასმელი წყალი, საწვიმრები, რეკლამა ფეისბუქზე და ა.შ. როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, სალომე ბარკერი “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მხოლოდ გენერატორის დაქირავებაში დღეში 1000 ლარს იხდიან.ამდენივეს იხდიან დაცვის მომსახურებაში. საერთო ჯამში, დღიური ხარჯი 3000 ლარამდეა.

აქციის ორგანიზატორებს ერთჯერადად დაეხმარნენ ამერიკაში მცხოვრები ქართველები, რომლის მაქსიმალური რაოდენობაც 3300 დოლარი იყო.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის თქმით, ე.წ ფლი მარკეტზე, რომელიც რუსთაველის გამზირზეა გახსნილი ხნიერმა ქალბატონმა 20 ლარის პროდუქცია შეიძინა და 4 ლარი მათ შესწირა. შითა დიღმელაშვილის ცნობითვე, ამ დროისთვის მათ საბანკო ანგარიშზე 800-მდე მოქალაქემ გადარიცხა თანხა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE