პატარა ერეკლეს ურთულესი ოპერაცია დასრულდა

408
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პატარა ერეკლე დანელიას ოპერაცია, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ბევრ რისკს შეიცავდა წარმატებით დასრულდა. ის ამჯერად ხელოვნურ სუნთქვაზეა და მედიკამენტების ქვეშ არის, რათა ტკივილმა არ შეაწუხოს.

“ოპერაციამ ჩაიარა ნორმალურად გართულებების გარეშე, თუმცა ორგანიზმში დახვდათ ისეთი რამ , რასაც არ მოელოდებოდნენ, კონკრეტულად ნაწლავებზე…

მოკლედ ერეკლეს აღმოაჩნდა 3 ნაწლავი:
🔹️1 მოქმედი, კუჭიდან ბოლომდე

🔹️1 ამ მოქმედ ნაწლავზე მიკერებული ცოცხალი და საღი

🔹️ერთიც ცალკე მიხორცებული ანთებითი პროცესით, შიგნით ფეკალიებით, ცოცხალი ბომბი , სარისკო პერიტონოტის წყარო, ყველანაირი პრობლემის გამომწვევი, ფილტვების ფიბროზის, ძვლების ანთების და ყველაფრის მიზეზი….

ამ ბავშვმა ამ ნაწლავით როგორ იცოცხლა, როგორ იყო, როგორ გაუძლო, როგორ იბრძოლა არ ვიცით.

ექიმი ამბობს : მას სურდა სიცოცხლე და იმიტომ! ეს არის წარმოუდგენელი, გაუგონარი ამბავი.

მოკლედ რომ ვთქვა, ეს უვარგისი ნაწილი მთლიანად ამოიკვეთა ორგანიზმიდან, ხოლო მეორე საღი ნაწლავი ჩაემატა წვრილ და მსხვილ ნაწლავების შორის . რის შედეგადაც ერეკლეს წვრილი ნაწლავი გაიზარდა +5 სმ-ით

რაც შეეხება დაგრძელების STEP პროცედურას, ეს ვერ მოხერხდა ნაწლავის სიწვრილის გამო და სავარაუდოდ 1,5 წლის მერე იქნება შესაძლებელი.

ამჟამად ერეკლე მართვით სუნთქვაზეა და დამაძინებლის ქვეშ, რათა არ შეაწუხოს ტკივილმა.

კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას ხვალ დავწერთ, ჯერ ჩვენც არ გადაგვიხარშია ეს ყველაფერი, ოპერაცია გაგრძელდა 6 საათი, და ბოდიში რომ აქამდე ვერ დავწერეთ ინფო, ჩვენთვითონ ვიყავით ექიმებთან და ვსაუბრობდით დიდხანს….

მადლობა ღმერთს პირველო დაბრკოლება გადალახულია, უფალი ჩვენთანაა და ყველაფერი მაგრად იქნება. გადავლელი გზა არის ძალიან რთული და ძალიან დიდი” – წერს ერეკლეს დედა.

ფოტოზე: მარცხნიდან ერეკლეს მშობლები, მარჯვნიდან ერეკლეს ექიმები.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE