გვარამიას მანიპულირება, რომ მას აქვს გასაჩივრების უფლება, რაც აჩერებს აღსრულების უფლებას, არის მტკნარი სიცრუე

313
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“აღნიშნული გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას.” – ასე ეხმიანება “ახალგაზრდული ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ, “რუსთავი2”-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

“როგორც განცხადებაშია ნათქვამი „რუსთავი 2“-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში, საქმის არცერთ ნაწილში, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია! ეს საქმე იყო ქართული მართლმსაჯულების საერთაშორისო ტესტი, რომელიც ქართულმა სასამართლომ და საქართველომ წარმატებით ჩააბარა!

აღნიშნულმა საქმემ დაადასტურა, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც აღიარებულია კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ხოლო გვარამიას მანიპულირება, რომ მას აქვს გასაჩივრების უფლება, რაც აჩერებს აღსრულების უფლებას, არის მტკნარი სიცრუე, რაც მხოლოდ ერთ მიზანს, ადამიანებით მანიპულირებას ემსახურება.” – აცხადებს დავით ჩიხელიძე Multimedia.ge-სთან საუბრისას.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE