რა აბჯარი აისხით და ისტერიები, წააგეთ საქმე,  გადაშალეთ ახალი ფურცელი – თინა ხიდაშელი

351
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

თინა ხიდაშელის გამოხმაურება “რუსთავი2”-ის საქმეზე


“გარეთ 2019 წელია და ამ გადაწყვეტილებზე ისეთი ამბავია თითქოს სატრიალო ანტენით, შეზღუდულ სივრცეში, ხელით გადასართავ ტელევიზორებზე ორი არხის მიღების შანსი გვქონდეს. 

“რუსთავი 2′ ისეთი როგორიც არის დიახ იმ ხალხისაა, ვისაც ეს გულსაბნევები უკეთიათ. მათი გაკეთებულია, მათი შრომის და ნიჭის შედეგია.  ხოდა ერთი გუნდი თუ არის და თუ სჯერათ იმ საქმის, რომელსაც ემსახურებიან, საერთოდ არაფერი იცვლება მათთვის ამ გადაწყვეტილებით. 

– სპონსორებსაც გაიყოლებენ
– ხარისხსაც გაიყოლებენ
– რეკლამასაც

მგონი ლოგოსაც კი წაიღებენ ქიბარის დროს ხომ სხვა ლოგო იყო, გააჩნია სამართლებრიცად როგორ აქვთ მოგვარებული ახალი ლოგოს, ქონების და სხვა საკითხები. გამოჩნდება ხალვაშისთვის დაბრუნების მოლოდინში რამდენად გონივრულად იქცეოდნენ.

მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, რუსთავი 2 ის ხალხია ვინც იქ მუშაობს და პულტი კი ყველას აქვს დღეს ქვეყანაში.  ხოდა რა აბჯარი აისხით და ისტერიები  დაუტოვეთ ქიბარს ის ქაღალდის ფურცელი და ააწყოს ტელევიზია და მორჩით ამ “ბიძინამ სტრასბურგი იყიდა” მარაზმს,  წააგეთ საქმე.  გადაშალეთ ახალი ფურცელი!”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE