ბატონო ქიბარ, მოიხსენით კომპლექსები, პირველ რიგში ის ადამიანები გაუშვით ტელევიზიიდან, ვინც ბევრს გეტლიკინებათ

2543
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

თავისუფალი სიტყვის მანტიას ამოფარებული საბოტაჟნიკები “რუსთავი2”-ის ახალ ხელმძღვანელსა და დირექტორს ულტიმატუმებით ელაპარაკებიან, შენ კაბინეტში ეგდე და შენი საქმე არ არის, ჩვენ რას გავაკეთებთ ეთერშიო. წარმოგიდგენიათ, რა დონის სითავხედეა ამ თავგასული, პლინტუსს ქვევით მოაზროვნე ადამიანებისგან?

რომელი ხართ რაიმეთი ღირებული ამ ქვეყნისთვის?  –  ნანუკა ჟორჟოლიანი თუ სააკაშვილის ჯიბის “ზმეიკა” ნოდარ მელაძე?  – მთავარი არხიო, პროდასავლური კურსიო, პატრიოტებიო, თავისუფალი სიტყვის გარანტიო, აბა ერთი შუბლზე ხელი მოისვით, მირონიც ხომ არ გდით? ზედმეტად ხომ არ წაიგრძელეთ ენები და ბოროტად ხომ არ სარგებლობთ იმ მოთმინებით, რასაც სალია და ხალვაში იჩენენ თქვენ მიმართ? 

ალბათ ნიკა გვარამიასავით შიზოიდური ისტერიკები უნდა მოეწყოთ თქვენთვის, რომ ერთ ადგილზე მომჯდარიყავით და ენები არ გეტლიკინებინათ. მომინდომეს სხვის საკუთრებაში გაპარპაშება და თურმე ხმაც არ უნდა გასცე და მხოლოდ ხელფასები ჩაურიცხო თვის ბოლოს.

ბატონო ქიბარ, მე, როგორც რიგითი მოქალაქე, გირჩევდით, რომ პირველ რიგში ის ადამიანები გაუშვით ტელევიზიიდან, ვინც ბევრს გეტლიკინებათ და ულტიმატუმებს გიყენებთ, ჩათვალეთ, რომ მისი პირით სინამდვილეში მიშა სააკაშვილი გელაპარაკებათ და ისეთ საბოტაჟს მოგიწყობენ, რომ იქნებ სანანებელი გაგიხდეთ ყველაფერი. ზურგს უკან, კარგს რომ არაფერს გააკეთებენ და ამ ყველაფერს თქვენ დაგაბრალებენ, ეჭვიც არ შეგეპაროთ.

მოიხსენით კომპლექსები, დაელაპარაკეთ მკაცრად და ულტიმატუმს ულტიმატუმი დაუპირისპირეთ, ვისაც არ აწყობს ჩაალაგოს ჩემოდანი და წავიდეს იმასთან, ვისთანაც ენის ტლიკინი გაუვა.

თამარ ვეზირიშვილი (ყოფილი ჟურნალისტი)

თქვენი კომენტარი?
IMG.GE