რაც ნაკლები ადამიანი იცხოვრებს სოფლად და მეტი ქალაქად, მით მეტად განვითარებული ქვეყანა ვიქნებით – მერაბ მეტრეველი

2749
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

მერაბ მეტრეველი – ტელეწამყვანი


სტატია შემხვდა, იმერეთში წელს 30 სკოლა პირველკლასელების გარეშე დარჩაო. ეს ამაბვი ბევრს ტრაგედიად მიაჩნია, სოფლები იცლება და რა გვეშველებაო. სინამდვილესი მხოლოდ სასიხარულო მოვლენაა.

გამოდით ამ კომუნისტებისდროინდელი აზროვნებიდან. რაც ნაკლები ადამიანი იცხოვრებს სოფლად და მეტი ქალაქად, მით მეტად განვითარებული ქვეყანა ვიქნებით. ქვეყანა უფრო წინ წავა. უფრო განათლებული და პროგრესული თაობა გვეყოლება, რადგან სოფელში ახალგზრდების განვითარებისთვის, მათი აზროვნების თანამედროვე რელსებზე გადასასვლელად გაცილებით უარესი პირობებია, ვიდრე ქალქში.

და რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სოფელიც კი უფრო განვითარდება, თუ იქ ცოტა ადმაინი იცხოვრებს, რადგან ერთ ადამიანს მეტი მიწა შეხვდება და ფერმერობას აზრი მიეცემა. არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ცხოვრობს მოსახლოების 50 პროცენტი სოფლად, როგორც ეს ჩვენთანაა. სანამ ეს რიცხვი საგრძნობლად არ შემცირდება არაფერი გვეშელება!

P. S. აქ მხოლოდ ცხოვრებაზეც არაა საქმე. საოფლის მეუბრნეობაში მოსახლოების რა წილია დასაქმებული? აგერ ქვემოთ კომენტარებში გიორგი მშვენიერაძემ დაწერა და აქ ამოვიტან: „ჩვენს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 10%-ზე ნაკლებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი საერთო სიმდიდრის 10% ქმნის ჩვენი მოქალაქების 53%, ხოლო დანარჩენ 90%-ს – 47%.“

თქვენი კომენტარი?
IMG.GE