პირადად მესხმიან თავს, მგონია, რომ ამის უკან დგას მთავრობა – ეკა გიგაური

383
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-ს აღმასრულებელი დირექტორი მის მიმართ პოლიტიკურ თავდასხმაზე საუბრობს. ეკა გიგაურის განცხადებით, ის ფიქრობს რომ ამის უკან მთავრობა დგას.

„დღეს დილიდანვე კიდევ უფრო გააქტიურდნენ, პირადად მე მესხმიან თავს. მე მგონია, რომ ამის უკან დგას მთავრობა და მგონია, რომ ამის უკან დგანან მშიშარა კაცები იმიტომ, რომ ისინი იმალებიან დაფინანსებული კამპანიის უკან. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს მოვიდეს, დამელაპარაკოს, შეგვიძლია ვიკამათოთ ყველა ჩვენს ანგარიშზე, რომელიც გამოგვიქვეყნებია აქამდე. ამიტომ, მე მათ მოვუწოდებ, რომ არ შეეშინდეთ ჩემი, გამოჩნდნენ და მკითხონ რისი კითხვაც უნდათ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE