უკვე 4 დღეა, რაც სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და ქართული სასამართლოების მიერ გამოტანილი ვერდიქტი, რომლის მიხედვით, არხი ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, კვლავ ძალაში დატოვა.
ამ ამბავმა მთელი საზოგადოება მოიცვა, გაკეთდა შეფასებები, კომენტარები, გაიმართა დისკუსიები, ატყდა ხმაურიც, შეიცვალა მფლობელიც, დირექტორიც, თუმცა ყოფილი მფლობელები სდუმან.
ამ 4 დღის მანძილზე, არც ძმებ ყარამანაშვილებს და არც ნიკოლოზ ან კობა ნაყოფიებს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ მათი წილების შესახებ და არც პოზიცია დაუფიქსირებიათ ამ საკითხთან დაკავშირებით.
თქვენი კომენტარი?
გამოკითხვა – რომელი არხის საინფორმაციო გამოშვებას უყურებთ და ენდობით?