მე გეტყვით ფაქტს, რასაც ჰქონდა ადგილი 2014 წელს და თავად განსაჯეთ რამდენად შეესაბამება ოქრუაშვილის საუბრები ამ ყველაფერს

795
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით უსუფაშვილი


“მე გეტყვით ფაქტს, რასაც ჰქონდა ადგილი 2014 წელს და თავად განსაჯეთ რამდენად შეესაბამება ოქრუაშვილის საუბრები ამ ყველაფერს. მე ოქრუაშვილი თავისი სურვილით დამიკავშირდა 2014 წელს. მთხოვა შეხვედრა და შეხვედრაზე მთხოვა გადამეცა ღარიბაშვილისთვის და ივანიშვილისთვის, რომ მას ჰქონდა მზაობა, პირველი: მიეცა მნიშვნელოვანი ჩვენებები გახმაურებულ სასამართლო საქმეებზე და მეორე: მას ჰქონდა სურვილი ეთანამშრომლა პოლიტიკურად „ოცნებასთან“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან.

მე ეს კონკრეტული, ოქრუაშვილს მზაობა გადავეცი და ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი, რომ შოთაძესთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა სისხლის სამართლის საქმეებსა და ჩვენებებზე და დანარჩენზე მერე ისაუბრებდნენ. ეს იყო და ეს. ყოველგვარი დეტალებისა და სისხლის სამართლის საქმეებისა და მისი ჩვენებების განხილვების გარეშე. მე შევასრულე ეს კონკრეტული როლი.

მას შემდეგ რა ურთიერთობები ჰქონდა ოქრუაშვილს შოთაძესთან და რა ჩვენებები მისცა და ახლა რატომაა ეს ჩვენება არასწორი და მაშინ რატომ იყო სწორი და ა.შ ამაზე ვერაფერს გეტყვით. ერთს კი ვიტყვი, რომ ოქრუაშვილის მხრიდან მსგავსი მანევრები ახალი არ არის. მე დილით დამირეკა და მკითხა წინააღმდეგი ხომ არ ვიყავი ჩვენი შეხვედრის ფაქტის გახმაურების?! მე ვუთხარი, რომ მას საიდუმლოდ არ შევხვედრილვარ და არც არანაირი პრობლემა მქონდა შეხვედრის ფაქტის გასაჯაროების, მაგრამ თუ ახლა ის ცდილობს, მე რაიმეთი გამრიოს ან ჩემი სახელი გამოიყენოს იმისთვის, რომ თითქოს მე ვიყავი რაიმე ყალბი ჩვენებების მიცემის თაობაზე მოლაპარაკებების მონაწილე?! – ეს არის სრული სიცრუე და ეს იქნება მორიგი საამაყო ფურცელი ოქრუაშვილის ისტორიაში“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დავით უსუფაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE