ოქრუაშვილი ისეთ რაღაცებს ამბობს, რომ ფაქტობრივად პროკურატურას დაჭერას აიძულებს – დავით ჩიხელიძე

911
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს, ადრე თუ მიშა გვკვებავდა ზღაპრებით, ახლა გავიგეთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის სახით, მიშაზე დიდი ფანტაზიორი და მეზღაპრე გვყოლია, რომელმაც მასწავლებლისგან (მიშასგან) ყველაფერი ცუდი და ტყუილების მოფიქრების უნარი აითვისა.” – ასე ეხმიანება “ახალგაზრდული ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, პარტია “გამარჯვებული საქართველო”-ს დამფუძნებელ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ მას ეკუთვნის “რუსთავი2” და ის აფინანსებდა ვარდების რევოლუციას.

“ოქრუაშვილი ისეთ რაღაცებს ამბობს, რომ ფაქტობრივად პროკურატურას დაჭერას აიძულებს. ირაკლის განცხადებით, მან დააფინანსა 2003 წლის რევოლუცია (რევოლუცია, კანონიერი ხელისუფლების არაკანონიერი გზით შეცვლას ნიშნავს და ის დასჯადი ქმედებაა) თქვა, რომ ჩვენების მიცემის დროს, მისი მხრიდან გარკვეულ მანიპულირებას ჰქონდა ადგილი და პირადი ინტერესებით მოქმედებდა, ასევე ამბობს, რომ თანხა, რომელიც მან ქიბარ ხალვაშს ასესხა (7.7 მილიონი დოლარი) მისი საკუთრება არ იყო და უბრალოდ აღნიშნულ პერიოდში ფულის მობილიზების ბერკეტები გააჩნდა.

საინტერესოა რა ბერკეტს გულისხმობს? დაშინება? არაადამიანური მოპყრობა, ახლობლის სიცოცხლის მოსპობით მუქარა? ეს ის მეთოდები(ბერკეტი) არის, რა მეთოდებიც ირაკლის და ნაციონალური მოძრაობის მართველობის პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მისი დღევანდელი განცხადებები თვითაღიარების ტოლფასია. მჯერა ირაკლი არ გაგვაწბილებს და უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ მარგალიტს იტყვის.”– აცხადებს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE