სანკტ-პეტერბურგში რუსი აქტივისტი, ელენა გრიგორიევა მოკლეს

749
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რუსი აქტივისტი ელენა გრიგორიევა სანკტ-პეტერბურგში, საკუთარ სახლთან მოკლული იპოვნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას დანით  8 ჭრილობა აქვს მიყენებული. ცნობილია, რომ გრიგორიევას ბოლო პერიოდში მოკვლით ემუქრებოდნენ.

ის გამოდიოდა ვლადიმერ პუტინისა და მისი მმართველობის წინააღმდეგ, ასევე მონაწილეობას იღებდა ლგბტ პირების უფლებების დამცველ აქციებში.

გრეგორიევა სოლიდარობას გამოთქვამდა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენების მიმართაც და ამის აღსანიშნავად მან  17 ივლისს ფეისბუქზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც დაწერა,  რომ  გიორგი გაბუნიას, ასევე ქართველების მხარდაჭერის ნიშნად სულგუნი მოამზადა.

 

თქვენი კომენტარი?