მართლა ზღვარს გადასულო დეიდა! – ზაზა სარალიძის გამოხმაურება ეკა ბესელიას

2142
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“მართლა ზღვარს გადასულო დეიდა!!” – ასე აფასებს ზაზა სარალიძე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ეკა ბესელიას გამოჩენას.

“შვილის გულისთვის ბრძოლის მცოდნე დედა, რომელიც შვილმოკლულ მშობლებს აკრიტიკებდა რბილად რომ ვთქვათ. დღეს დგას იმ ადგილას, სადაც დღეს კიდევ მიუღწეველი სამართალია და სამართალს ითხოვს?

ბოდიში ქალბატონო ეკა, მაგრამ ამას უკვე მართლა ზღვარს გადასული ნაძირალა თუ იკადრებდა!  ბოდიში ქალბატონო ეკა, მაგრამ სისხლი აღარ მოგესმათ?

ეკა დეიდა, ხვალ 18 ის გახდებოდა  ჩემი შვილი, რომლის ჭეშმარიტების ბრძოლის დროს თქვენ მე მაკრიტიკებდით!

ბევრი რამის დაწერა მინდა რას ვფიქრობ დედაზე,რომელმაც ცოცხალი(და არა სადისტურად მოკლული) შვილისთვის ბრძოლა იცის, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი და ამით დავასრულებ ვინც კი წინ გადაუდგა სამართლის აღდგენას უფალი არავის ივიწყებს!” – წერს ზაზა სარალიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE