მგონი 20 კინკილა კაცი ვართ, ვისაც არ უნდა საბჭოთა გრუზიად გადაქცევა – მაია დარსმელიძე

731
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მომღერალი მაია დარსმელიძე, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ხალხის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით წერს:

“მართლა არ მესმის, რომელ გავრილოვს აპროტესტებდა ამდენი ხალხი? კარგად დაფიქრდით, მართლა გაცოფდით ოკუპანტის ასეთი ამაზრზენი საქციელით, თუ რაღაც “კაიპონტურ” ტენდენციას აყევით და უცებ “ცხელ გულზე” ავარდით? 

ვაკვირდები მოვლენებს და, რეალურად, მგონი 20 კინკილა კაცი ვართ, ვისაც არ უნდა საბჭოთა გრუზიად გადაქცევა.

აი, შედარებისთვის, ვითომ მელომანები რომ არიან და ჩუმად, თავისთვის თრეშ პაპსას  უსმენენ და “ხალხში” ამის აღიარება რომ უტყდებათ რომ არ გაუბაზრდეთ, ამ პონტში გამოხვედით მაშინ და მერე “დაფიქრდით”?- დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ და გაისუსეთ?

საქმე თქვენს გრუზინულ მენტალიტეტს “დამკვტარ”, ინგლისურზე უკეთესად გასაგებ რუსულ ენაშიც არ არის. ტვინიც არ გაქვთ იმდენი, რომ საკუთარ “გამარტივებულ”, უპრეტენზიო და უამბიციო კომფორტს თქვენი შვილების მომავალს წირავთ.

შვილები რომ გაგეზრდებიან, რას უხსნით? რომელი თქვენი “ხუშტურის” გამო ტოვებთ ამ ბნელ ჭაობში??  რუსულად დუბლირებული კინო უფრო გასაგებია და ამიტომ?
თუ “იუბილეინოე” უფრო აკვდება თქვენს ჩაის და უკეთ კითხულობთ მედიკამენტების რუსულ ანოტაციას?” – წერს მაია დარსმელიძე.

თქვენი კომენტარი?