რა გეგმები აქვთ აქციის ორგანიზატორებს?? – შოთა დიღმელაშვილი

891
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რა გეგმები აქვთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს? – ამის შესახებ შოთა დიღმელაშვილი საუბრობს.

“მრავალათასიანი აქციების ფორმატს ვუბრუნდებით სექტბრიდან.”

გადაწყვეტილება პროდუქტიული გამოდგა. მოხერხდა ხარჯების ოპტიმიზირება, გარდა ამისა, დაგვაკავშირა თვისებრივად ახალ ტარგეტებთან და შეგახსენებთ, საზოგადოებრივ აზრზე მუშაობა ჩვენი მთავარი მიზანია.

შედეგი პოზიტიურია: მეტი ინგეიჯმენტი ნაკლები დანახარჯით და მონეტარიზაციის პერსპექტივით, რომ აქცია მდგრადი გახდეს.

გუშინ უკვე მინუს ორიათას ლარში ვიყავით და ასე ჩვეულ რეჟიმში, ჩვეული ხარჯებით, ზაფხულის განმავლობაში აქციის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდებოდა, ჩვენ კი პირობა დავდეთ, რომ პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ მორჩებოდა.

ნაცვლად კრიზისისა, გამოვედით უფრო მაღალი წვდომით აგვისტოს განმავლობაში. ჩვენი გადაცემის რეიტინგი უკვე აღემატება საზმაუს რეიტინგს. ჩვენ ვართ ჭეშმარიტად საზოგადოებრივი მაუწყებელი და წინ ახალი სიმაღლეებია.

მგონია ეს მედიაპლურალიზმის კრიზისის დროს ოპტიმალური გზაა, თუმცა უკეთეს იდეებსაც განვიხილავთ. სექტემბრისთვის მანიფესტაციას შესაძლოა ახალი მულტიჩენელ მედია ედგას გვერდით.

რაც შეეხება ეკა ბესელიას სტუმრობას, იგი აქციის სცენაზე არ მოსულა, ტელეფორმატში მოვიდა, ჰარდ-თოქ გადაცემაში, კრიტიკულ გარემოში. დიახ, ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენთან ანგარიშვალდებულია ყველა. გახარიაც უნდა მოვიდეს, რომ წავიდეს. პირველი გადაცემიდანვე ვეპატიჟებით და ასე გაგრძელდება.”- ამბობს დიღმელაშვილი.

თქვენი კომენტარი?