გიორგი ვაშაძე ბოდიშს იხდის ტერმინ აუტისტის დამაკნინებელი კონტექსტით გამოყენების გამო. საკითხი ეხება 19 ივნისს, ტვ “პირველი”-ს ეთერში გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ირაკლი კობახიძის დამცირების მიზნით, მან პრემიერს აუტისტი უწოდა.
“გუშინ “ტვ პირველზე”, ერთ-ერთ გადაცემაში სამედიცინო ტერმინი გამოვიყენე პოლიტიკური ოპონენტის ქცევის შეფასებისას. სამწუხაროდ, ჩემი თაობის ადამიანებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ბავშვობიდან ჩვევაში გვაქვს გამჯდარი ასეთი ტერმინების გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რაც შესაცვლელია და იცვლება კიდეც ახალ თაობებში.
ისიც მესმის, რომ საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოგვეთხოვება ამ მხრივ. რა თქმა უნდა, იქვე, გადაცემაშივე, განვმარტე, რომ ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა. ბოდიშს ვუხდი მათ და მათი ოჯახის ყველა წევრს.”- წერს ვაშაძე.
ამ თემაზე:
კობახიძე აუტისტი ადამიანია – გიორგი ვაშაძის დამაკნინებელი შეფასება აუტისტურ სპექტრზე (ვიდეო)
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს