ბოლო ამბები
ივლისი 23, 2024

მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება – პრემიერი

ივნ20,2024
გაზიარება

მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით საყვარელიძის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, “ნაცმოძრაობას” სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, განვითარდა უკრაინაში.

„იმ ფონის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ამ კონკრეტულ განცხადებას, გასაგებია, რაზეც საუბრობს საყვარელიძე. ყველამ ვიცით, რომ ზოგადად, ნაცმოძრაობას სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, სამწუხაროდ, განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.

სხვა ამბების წაკითხვა