სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს მუშაობას ჩვენ წინააღმდეგ, დაწყნარდით, არ გვეშინია – მამუკა ხაზარაძე

662
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე მთავარ პროკურატურაში მივიდა, ჟურნალისტებთან კომენტარში მან განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი, რეალურად მიმართულია ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ, თუმცა მისი თქმით, ეს პროექტი გაგრძელდება, რომელიც იქნება ქვეყნის მომავლისთვის.

“სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს მუშაობას ჩვენ წინააღმდეგ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად.  მსგავსი შემოტევა იყო მიმდინარე წლის იანვარში, რამაც ზიანი მიაყენა ბანკის აქციონერებს და ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლია, ეს არის მამუკა ხაზარაძის პროექტი, ძალიან ცდება, ეს არის ჩვენი შვილების პროექტი “- განაცხადა ხაზარაძემ.

 

თქვენი კომენტარი?