ბოლო ამბები
07/02/2025

“ფუ, რა ამაზრზენები ხართ ქალიან-კაციანად ყველა, ვინც ამ საამაყო ბიჭებს ლანძღავთ და თათხავთ, თქვე გათახსირებულებო”

გაზიარება

“ბოლო დღეებია  უბინძურეს კამპანიას აგორებთ ბუდუ ზივზივაძის წინააღმდეგ, აგინებთ, ლანძღავთ ამ კეთილ ბიჭს და ათას სისულელეს უგონებთ – ნამუსი თუ გაქვთ? ან დედები არ ხართ, ან ბებიები? ასე რამ გამოგაშტერათ?”  – წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი ქეთი ანდრიაძე.

“რა ენამყრალი და ბინძური ქალები ყოფილხართ, რა პირით აგინებთ ამ ახალგაზრდა და უკეთილშობილეს ბიჭს, რა “ნაცების” მხარდამჭერიო და რა სისულელეებს იგონებთ? ვერ ხვდებით, რომ ამით თქვენ პარტიასაც ულახავთ სახელს? სექტანტ ნაციონალ ქალებს რომ ჰგავხართ, ამჩნევთ? 

ყველაფერში შეთქმულების თეორიებს რომ ეძებთ და ათას სისულელეს წერთ, ვითომ პროფესორობთ და ექსპერტობთ, სანამ რამეს გამოაქვეყნებთ, ცოტა იფიქრეთ, ეგ თავები მხოლოდ ბალიშზე დასადებად არ გაქვთ, ცოტა მიარტყ-მოარტყით და იქნებ ტვინის ნაწილები მაინც მიმოიფერთხოთ. ფუ, რა ამაზრზენები ხართ ქალიან-კაციანად ყველა, ვინც ამ საამაყო ბიჭებს ლანძღავთ და თათხავთ, თქვე გათახსირებულებო.

P.S. – მეც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ, მაგრამ თქვენნაირი ნაძირალა არ ვარ”- წერს ქეთი ანდრიაძე.

სხვა ამბების წაკითხვა