დიახ, ყოველთვის გავიმეორებ, რომ ეს პირადად მანანა ბერიკაშვილის ჩადენილია – ქეთი დოლიძე

1241
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე, მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლებაში მის ყოფილ მეგობარს, მანანა ბერიკაშვილს ადანაშაულებს.

“აი, ამ გეგმის ავტორი გამიშვეს თეატრიდან და როცა კატეგორიულად მოვითხოვე ჩემი შემცვლელის გეგმა ეჩვენებინათ, ვერაფერიც ვერ მაჩვენეს! რას მაჩვენებდნენ, რაც არ არსებობდა?!

დიახ, ყოველთვის გავიმეორებ, რომ ეს პირადად მანანა ბერიკაშვილის ჩადენილია!ხელმოწერების შეგროვება, თითქოს 37 წელი იყო! აფერუმ თქვენ სინდისს, ნამუსს, უფრო სწორედ, უნამუსობას!!!
ბევრ რამეს მიაღწიეთ? აყვავდით?!

ჩემი წასვლის მერე, ერთი წელი რომ პრემიერა არ ყოფილა თეატრში, ეს გადაყლაპა სამინისტრომ და ქ-მა ბერიკაშვილმა, არა?! სამარცხვინოები ხართ!” – აცხადებს ქეთი დოლიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE